მოქალაქე: არ მინახავს განხილვაზე ტაშს უკრავდეს ვინმე, აქ კონსტიტუციის განხილვა უნდა მიდიოდეს, ტაშის კვრა რა შუაშია?

07 მაისი 2017, 20:00 898 ნახვა

რა არის ეს, რა განხილვას ვაკეთებთ, უმეტესობა შეიკრიბა ტაშის დამკვრელები. ჯერ არ მინახავს განხილვაზე ტაშს უკრავდეს ვინმე, აქ კონსტიტუციის განხილვა უნდა მიდიოდეს, ტაშის კვრა რა შუაშია?  - ასე შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მოქალაქე ნოდარ ჩხაიძემ. 

ჩხაიძის განცხადებით, განხილვაზე ჩინოვნიკების გამოსვლებმა 2 საათნახევარი წაიღო, მაშინ როცა მოქალაქეებს უნდა ესაუბრათ მის მოსაზრებებზე, არსებულ ცვლილებებზე. "ერთი კაცი უნდა ყოფილიყო მომხსენებელი და დანარჩენები უნდა გვისმენდნენ ჩვენ, მოქალაქეებს. ესაა განხილვა და არა ის რაც ახლა აქ ხდება?  აჭარაში 400 000 ადამიანი ცხოვრობს და ჩვენ 200 კაციან დარბაზში შეგვკრიბეთ, რატო?  1200 ადამიანი დარბაზი ცარიელია ამ წამს ამ ქალაქში? იმიტომ, რომ ეს ფორმალური და გინდა მიიღოთ ის, რაც თქვენ დაწერეთ" - ასე მიმართა ჩხაიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.  

მოქალაქის აზრით, გაუგებარია რატომ არ ხდება უფრო დეტალურად გაანალიზება აჭარის კონსტიტუციაში შემავალი ცვლილებები."მხოლოდ მინისტრებს, რომ დავნიშნავთ ადგილზე ეგაა მნიშვნელოვანი? ასევე, რაც მაინტერესებს, რომ ავიჩემეთ პრეზიდენტს გერმანია არ ირჩევს პირდაპირი წესით და მანდატების გადანაწილება ასე ხდება იტალიაშიო, მაინტერესებს რას მივაჩემდით ამ ევროპას. კონსტიტუცია უნდა ითვალისწინებდეს თუ არა ქართულ რეალობას? გერმანიას რო გავიძახით, როდის ვიქნებით ჩვენ მაგ ქვეყნის ტოლი ქვეყანა ან საზოგადოება?" - განაცხადა ნოდარ ჩხაიძემ. 

ამავე კატეგორიაში