ცესკოს თავმჯდომარის განცხადება

16 აგვისტო 2016, 00:00 1961 ნახვა

პარტია ,,ცენტრისტების” რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებასთან დაკავშირებით ცესკოში განმარტებებს აკეთებენ. კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ცესკო-ს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და კომპეტენტურ მოსაზრებებს არ ემყარება. ჟვანიას განმარტებით, ცესკო-ს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხის შესწავლა არ ევალება და ეს სხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. 

ამავე კატეგორიაში