ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ნაწილი ჩამოშლილია

09 მაისი 2017, 20:00 840 ნახვა

ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ნაწილი ჩამოშლილია. გზის აღნიშნული მონაკვეთი, სამი სოფლის თხილნარის, ჭარნალისა და ახალსოფლის ტერიტორიაზე გადის. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის მონაკვეთი სამი თვის წინ ჩამოიშალა და მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილებისთვის გადაადგილება სახიფათოა, გზის შეკეთება ამ დრომდე არ მომხდარა.  მათი თქმით, გადაადგილების საფრთხე ღამის საათებში განსაკუთრებით მატულობს, როცა ხილვადობა ნაკლებია.

ოპოზიციური პარტიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან მიშა ბოლქვაძე გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. "საგზაო დეპარტამენტს მოვუწოდებ დროულად მოხდეს რეაგირება,რომ თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები" - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ. ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაცია 2012 წელს განხორციელდა. სამი სოფლის თხილნარის, ჭარნალისა და ახალსოფლის ტერიტორიაზე ჩამოშლილი მონაკვეთის შესაკეთება უახლოეს პერიოდში დაიწყება - პრეტენზიებს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი   არჩილ ჩიქოვანი ეხმაურება. მისი განმარტებით, ხელვაჩაურის გამგეობიდან უწყებას შესაბამისი წერილები მიუვიდა და ტენდერი სამუშაოების შესრულების შესახებ ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ. 

ამავე კატეგორიაში