შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორმა თანამდებობა დატოვა

10 მაისი 2017, 20:00 1034 ნახვა

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის” ხელმძღვანელმა პაატა დუმბაძემ თანამდებობა დატოვა, ინფორმაციას ქალქის მერი, გიორგი ერმაკოვი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, დუმბაძემ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და განცხადება დაწერა.  

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გიორგი ერმაკოვმა პაატა დუმბაძის მუშაობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ იგი კერძო სექტორში აპირებს გადასვლას.  "პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა სამსახურიდან, ამ ეტაპზე დირექტორის მოვალეობას შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორის მოადგილე  ბიძინა ბიბილეიშვილი შეასრულებს" - განაცხადა სატელეფონო საუბარში გიორგი ერმაკოვმა. 

თავად პაატა დუმბაძე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ  ის ძველ სამსახურს დაუბრუნდა. 

პაატა დუმბაძე შპს"ავტოტრანსპორტში" 2014 წლის მარტიდან მუშაობს.  ამ სფეროში იგი კერძო სექტორიდან მოვიდა, მანამდე "თეგეტა მოტორსის" ბათუმის ფილიალის მენეჯმენტში მუშაობდა. 

უცნობია ვინ ჩაანაცვლებს დუმბაძეს ამ პოზიციაზე, ქალაქის მერის განცხადებით მიმდინარეობს კანდიდატურაზე მსჯელობა. 

ამავე კატეგორიაში