ენმ აჭარის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

11 მაისი 2017, 20:00 894 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს ციხისძირში, სიმბოლურად, „101-ე საწარმოს“ გახსნის იმიტაცია მოაწყვეს. იმ ტერიტორიაზე,  საიდანაც ხეების გადატანის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა, პარტიის წევრებმა „ახალი საწარმოს“ ბანერი გააკრეს და აჭარის მთავრობა უმოქმედობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

რეზო ხარაზმა რეგიონის მთავრობას წინასაარჩევნო დაპირებებიც შეახსენა. მან მწვანე საფარის დაზიანებაზე ისაუბრა და ხელისუფლებას ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებები შეახსენა.  აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დღეს დედაქალაქში იმყოფება და ოპონენტებს ვერ უპასუხებს.

ამავე კატეგორიაში