კონფერენცია გენდერის საკითხებზე

15 მაისი 2017, 20:00 886 ნახვა

ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმართველობაში  კონფენრეცია ამ წუთებში ბათუმში მიმდინარეობს. შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპზე, ასევე აჭარის ადგილობრივ თვითმართველობებში გენდერული ბალანსის მხრივ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრა ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა და ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის” თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში