თხილვანას გასახლების პროექტი - 32 ოჯახს 800 000 ლარი გადაეცემა

17 მაისი 2017, 20:00 751 ნახვა

სოფელ თხილვანაში, სტიქიით დაზარალებულ 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართის შესაძენად, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 800 000 ლარი გამოეყოფა, გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ დღეს მიიღო. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 25 ათასი ლარი კიდევ 27 ოჯახზე გაიცემა,  გადაწყვეტილება კომისიამ რამდენიმე კვირის წინ მიიღო. 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერული პროცესები მიმდინარე წლის დასაწყისში გააქტიურდა. სტიქიამ საფრთხე ათობით ოჯახს შეუქმნა. გეოლოგების დასკვნის მიხედვით, სოფელი უნდა დაიცალოს, იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა. 

საერთო ჯამში, სოფელ თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახზე მილიონ 475 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.  

ამავე კატეგორიაში