უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი

17 მაისი 2017, 20:00 1131 ნახვა

მომდევნო 3 დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე,  შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს გავრცელებას, რის გამოც, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.  პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

ბათუმში ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს, ქობულეთში + 15 გარდუსი იქნება, ხელვაჩაურში ტემპერატურა უფრო მაღალია და +17 გრადუს აღწევს. ხულოსა და შუახევში კი +13 +15 დაფიქსირდება

ამავე კატეგორიაში