მსოფლიო რაგბის თასს ბათუმში ელოდებიან

19 მაისი 2017, 20:00 991 ნახვა

რამდენიმე წუთში ბათუმში 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასს შემოიტანენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი რაგბის სტადიონზე გაიმართება. თასის მოგზაურობა 16 აპრილს შუხუთიდან ლელო-ბურთით დაიწყო.სარაგბო სამყაროში კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირი სტარტს თბილისსა და ქუთაისში აიღებს. თამაშები 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მსოფლიო რაგბმა საქართველოს 2016 წელს მიანიჭა. ჩემპიონატში ინგლისის, ირლანდიის, არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, უელსის, შოტლანდიის, საფრანგეთის, საქართველოს, იტალიის, სამოას ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.  

ამავე კატეგორიაში