დავა ახალ ჯიხურებზე

21 მაისი 2017, 20:00 1101 ნახვა

გვიან ღამით, ბათუმში, მერიის შესაბამის სამსახურის თანამშრომლებმა, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სუვენირების ჯიხურები აიღეს. აღნიშნულს ხმაური მოჰყვა, ვინაიდან გადაწყვეტილება ჯიხურების მეპატრონეებმა გააპროტესტეს. ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ.  როგორც ჯიხურების მეპატრონეებმა განაცხადეს, სანაპირო ზოლში ყველა ჯიხური აღებულია.

ბათუმის მერია მათ ახალ ტერიტორიაზე 25 ახალი ჯიხურის განთავსებას სთავაზობს, რასაც გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან. ისინი აქციების გამართვას გეგმავენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან და აღნიშნული ჯიხურები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მათივე თქმით, სუვენირებით მოვაჭრეებს ახალ ჯიხურებს სთავაზობენ, რომელიც უფრო დიდი მოცულობის იქნება. ტერიტორიას ბათუმის საკრებულო გამოყოფს. 
ბათუმის მერიამ აღნიშნული ჯიხურების აღება ერთხელ უკვე სცადა, თუმცა სუვენირებით მოვაჭრეებმა გააპროტესტეს და ვაჭრობა ისევ გააგრძელეს.

ამავე კატეგორიაში