აფერხებს თუ არა ხის ტრანსპორტირება ქუჩის რეაბილიტაციას?

22 მაისი 2017, 20:00 870 ნახვა

პოპოვის ქუჩის რეაბილიტაციას გადასატანად გამზადებული ხე აფერხებს - აცხადებს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი. გოჩა კაკალაძის ინფორმაციით, ქუჩის იმ მონაკვეთში საიდანაც ევკალიპტი უნდა გაიტანონ სანიაღვრე არხებისა და ფილების დაგების სამუშაოები ხის გატანამდე ვერ განხორციელდება, რაც  ქუჩის დროულ რეაბილიტაციას აფერხებს. ქობულეთის გამგებელი ირწმუნება, რომ ხის გატანის პროცესი რეაბილიტაციას ხელს არ უშლის. გელაურში პოპოვის, პუშკინისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების კეთილმოწყობისთვის  პროექტით მილიონ 541 ათას 541 ლარია გამოყოფილი და სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში