ქუჩების რეაბილიტაცია

28 მაისი 2017, 20:00 883 ნახვა

ბათუმში, ე.წ. ''ჭაობის'' დასახლებაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

ამ დროისთვის,  ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, რის გამოც ქუჩები რამდენიმე თვეა გადათხრილია. მოსახლეობისთვის უცნობია, როდის დასრულდება რეაბილიტაცია. მათი თქმით, ზოგ ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლაც შეფერხებულია.

სამუშაოების მიმდინარეობისა და პროექტის ვადების შესახებ, მერიაში კომენტარი ამ წუთებში კეთდება, რასაც მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

ამავე კატეგორიაში