შუახევში შუბნის თემში გააქტურებული მეწყრული პროცესის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება

29 მაისი 2017, 20:00 823 ნახვა

შუახევში შუბნის თემში გააქტურებული მეწყრული პროცესის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება. წუმპოს მთიდან წამოსული მიწის მასა კობალთას და ერდუათის სოფლებს უკვე მიუახლოვდა. მეწყერმა ჩახერგა საავტომობილო გზა, რის გამოც მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი კობალთაში მცხოვრები ოცამდე ოჯახი. მეწყერმა ჩაკეტა სკოლასთან მისასვლელი გზა, რის გამოც სასწავლო პროცესი დღესაც შეჩერებულია, შუახევის რესურსცენტრის ინფორმაციით სასწავლო პროცესი გეოლოგიური დასკვნის შემდეგ აღდგება, ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით მოსწავლეები გაცდენილ საათებს შაბათ-კვირის ხარჯზე აანაზღაურებენ.

როდის აღდგება სოფელ კობალთასთან დამაკავშირებელი გზა, შემთხვევის სირთულიდან გამომდინარე , ჯერჯერობით უცნობია. მუნიციპალიტეტში ამბობენ , რომ უახლოეს დღეებში ალტერნატიულ გზის მოწყობაზე იზრუნებენ. დამეწყრილ ტერიტორიას დღეს გეოლოგები შეისწავლიან

ამავე კატეგორიაში