ბათუმის მერია საშუალოვანდიანი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვას იწყებს

29 მაისი 2017, 20:00 861 ნახვა

ბათუმის მერია საშუალოვანდიანი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვას იწყებს. ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების და კულტურის სფეროებში თვითმმართველობის სამოქმედო გეგმას სხვადასხვა სამსახური წარადგენს.

საჯარო განხილვის ფარგლებში, გაიმართება იმ პროექტების პრეზენტაცია, რომელთა განხორციელებასაც მერია  გეგმავს. საჯარო განხილვაში მესამე სექტორისა და მრჩეველთა საბჭოს წევრები ჩაერთვებიან. თვითმმართველობა დაინტერესებულ პირებს თხოვს პროცესში ჩაერთოს და წარადგინონ მათი რჩევები და რეკომენდაციები.

პრიორიტეტული მიმართულებების საჯარო განხილვა 31 მაისს, 1 და 2 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. შეხვედრა  16 საათზეა ჩანიშნული.

ამავე კატეგორიაში