სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს ხვდებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები

29 მაისი 2017, 20:00 699 ნახვა

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს ხვდებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. გია დიასამიძის განცახდებით, თემურ ქარცივაძის მიერ, გუშინ გაკეთებული განცხადება, თითქოს პარტიამ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა, მათთვის მიუღებელია. დიასამიძე აცხადებს, რომ ციფრები აჭარაში ოჯახებისთვის სოც შემწეობის შეწყვეტის შესახებ, სოციალური მომსახურების სამსახურმა მისცა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილილის ხელმძღვანელის განმარტებით ოპოზიციური პარტიის მიერ გასაჯაროვებული ციფრები კონტექსტიდან ამოგლეჯილია. თემურ ქარცივაძის  განცხადებით იანვირად აპრილის ჩათვლით ოჯახები ხელახლა შემოწმდა და ოფიციალური მონაცემები სხვაგვარია. ქარცივაძე ნაციონალური მოძრაობის წევრებს პირდება, რომ განახლებულ მონაცემებს დღის ბოლომდე მიაწოდებს.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ შეფასების სისტემას 15 პროცენტიანი ცდომილება აქვს

ამავე კატეგორიაში