ნინოობა

31 მაისი 2017, 20:00 863 ნახვა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ლოცვა ყველა ტაძარში სრულდება.

მოციქულთა სწორი საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. მისი  ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრში  ღვთისმსახურება ღამისთევით აღევლინა. 

ამავე კატეგორიაში