შუბნის თემში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შეჩერებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ

01 ივნისი 2017, 20:00 854 ნახვა

შუბნის თემში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შეჩერებას, ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. წუმპოს მთიდან წამოსულმა მიწის მასამ კობალთაში მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც მეხუთე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი 10-მდე ოჯახი. 

მეწყერმა  შუბნის თემში ექვს ოჯახთან მისასვლელი გზაც ჩახერგა. ამ დროისთვის მხოლოდ 225 ოჯახთან მისასვლელი გზა არის  აღდგენილი.
გეოლოგიური  დასკვნის საფუძველზე სოფელში მისასვლელი გზის აღდგენა დროებით შესაძლებელია. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით კი აღდგენით სამუშაოებს, მეწყრული პროცესების შეჩერების შემდეგ დაიწყებენ. 

ამავე კატეგორიაში