''ისტორიული ბათუმის ევროპული განვითარებისთვის”

01 ივნისი 2017, 20:00 972 ნახვა

''ისტორიული ბათუმის ევროპული განვითარებისთვის” – ამ თემაზე, ბათუმის საკრებულოს დარბაზში შეხვედრა მიმდინარეობს. ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე მოხსენებებს, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები გააკეთებენ.

შეხვედრაში ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამინისტროებისა და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობენ, რომლებიც ძველი ბათუმის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ისაუბრებენ.  

შეხვედრის ორგანიზატორები: კულტურული მემკვიდრეობის თემებზე მომუშავე საზოგადოება “ბათომი”, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” არიან.

ამავე კატეგორიაში