ფილიპინებში ტურისტულ კომპლექსზე მომხდარ თავდასხმას 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

01 ივნისი 2017, 20:00 908 ნახვა

ფილიპინებში, ტურისტულ კომპლექსზე მომხდარ თავდასხმას 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა, იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი – შენობაში ხანძარი გააჩინა.

სასტუმროში პოლიციიის  სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ამავე კატეგორიაში