ქობულეთის პარკისა და მიმდებარე სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს

04 ივნისი 2017, 20:00 929 ნახვა

ქობულეთის პარკისა და მიმდებარე სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს. მერაბ ცინცაბაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ  წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში  ცენტრალური პარკის გაგრძელებისა და განვითარების პროექტი არსებობდა, თუმცა მოქმედმა ხელმძვანელობამ ის არ განახორციელა.

ცინაცაბაძე  კახა კალაძის საკუთრებაში არსებული ყოფილი სასტუმროს შენობაზეც საუბრობს, მისი თქმით შენობა ქობულეთის ტურისტულ ზონას ამახინჯებს. ნაციონალურ მოძრაობას მუნიციპალიტეტის გამგებელი პასუხობს. სულხან ევგენიძის თქმით, პარკის განვიტარების პროექტი არ არსებობს, წინა ხლეისუელბის დროს კი პარკის ტერიროტრიების ნაწილი გაიყიდა. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგებას, ახალ პროექტს განგეობა შეიძენს. სასტუმრო ინტურისტის შენობა კი მალე მოწესრიგდება. 

ამავე კატეგორიაში