მსჯავრდებულების გადანაწილების ახალი წესი

05 ივნისი 2017, 20:00 896 ნახვა

პენიტენციური დაწესებულებების საკნებში ბრალდებულები დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით,  დებულებებში ცვლილებები შევიდა. 

უწყების ინფორმაციით, საკნებში სხვა კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულებისგან განცალკევებით მოათავსებენ ისეთ პირებს, რომლებიც სამოხელეო, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, ფულად-საკრედიტო სისტემაში, საფინანსო საქმიანობის სფეროში, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულებსა და კიბერდანაშაულის ჩადენისთვის არიან ბრალდებულნი. აღნიშნული ცვლილება უკვე ძალაშია.

ამავე კატეგორიაში