მელიქიშვილის და რუსთაველის ქუჩების კვეთაში მოსაცდელის დემონტაჟი მიმდინარეობს

05 ივნისი 2017, 20:00 935 ნახვა

მელიქიშვილის და რუსთაველის ქუჩების კვეთაში მოსაცდელის დემონტაჟი მიმდინარეობს. ბათუმის ავტოტრანსპორტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, დემონტაჟზე უფლება მერიამ მას შემდეგ გასცა, რაც ერთ-ერთმა კომპანიამ მუნიციპალიტეტს ახალი ოფისის გახსნისას, ალტერნატიული შესასვლელი მოთხოვა. კომპანია რომელიც ავტომანქანების გაყიდვითაა დაკავებული ავტობუსის მოსაცდელის დროებით აღებას იმ მოტივით ითხოვს, რომ ოფისში მანქანები შეიყვანოს. ბიძინა ბიბილეიშვილის განცხადებით მოსაცდელი პრეზენტაციის შემდეგ ორ დღეში კვლავ დამონტაჟდება.

ამავე კატეგორიაში