ბათუმში 19 ივნისიდან თექის შემსწავლელი 2 კვირიანი კურსები დაიწყება

06 ივნისი 2017, 20:00 825 ნახვა

ბათუმში 19 ივნისიდან თექის შემსწავლელი 2 კვირიანი კურსები დაიწყება. სწავლება 30-დან 45 წლამდე დაუსაქმებელი ქალებისთვისაა განკუთვნილი და მისი მიზანი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. ვორქშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ნამუშევრები გაყიდონ. მსურველებს დარეგისტრირება საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში შეუძლიათ, სადაც სწავლება ჩატარდება. პროექტს შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს. 

ამავე კატეგორიაში