სინოპტიკოსების პროგნოზი

09 ივნისი 2017, 20:00 996 ნახვა

აჭარაში დღის ბოლოს სინოპტიკოსები ამინდის შეცვლას პროგნოზირებენ. რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ  როგორც მთაში ასევე  ბარში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექის სახით, ზოგან ძლიერი.

შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონემ  მოიმატოს. რაც შეეხება ტემპერატურას, სანაპირო რაიონებში 20-25, ხოლო მთაში 17-22 გრადუსი სითბო შენარჩუნდება. ზღვაში 4 ბალიანი შტორმული მდგომარეობა იქნება. 

ამავე კატეგორიაში