11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული 9 პირის საქმეზე იმსჯელეს დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში

11 ივნისი 2017, 20:00 742 ნახვა

11-12  მარტის მოვლენებისას დაკავებული 9 პირის საქმეზე იმსჯელეს დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.  დაიკითხა ბრალდების  მხარის  6  მოწმე, ის პირები, რომლებმაც  საგამოძიებო მოქმედებები აწარმოეს. წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს გამოძიება მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება. ბრალდება 4 დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის  მხარე  პროკურატურის ბრალდებას არ იზიარებს. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.  

ამავე კატეგორიაში