სოფელ ცეცხლაურის მცხოვრებლები სოფელში ან სოფელთან ახლოს სასაკლაოს გახსნას ითხოვენ

11 ივნისი 2017, 20:00 960 ნახვა

სოფელ ცეცხლაურის მცხოვრებლები სოფელში ან სოფელთან ახლოს სასაკლაოს გახსნას ითხოვენ.  ადგილობრივების თქმით, პირუტყვის  ტრანსპორტირება ძვირი უჯდებათ.  უახლოესი სასაკლაო სოფელ საჩინოშია,  რომელიც ცეცხლაურიდან 15  კილომეტრითაა დაშორებული. ქობულეთის გამგეობის სოფლის განვითარების განყოფილებაში ამბობენ, რომ  თუ მოსახლეობა განცხადებით მიმართავს, აღნიშნულ საკითხზე იმუშავებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სასაკლაოების რაოდენობა კერძო ბიზნესისა და ფერმერების ურთიერთობის სფეროა და სამინისტრო  სასაკლაოს გახსნას უახლოეს მომავალში არ გეგმავს.

ამავე კატეგორიაში