ხელვაჩაურში, სოფელ ხერთვისში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება

13 ივნისი 2017, 20:00 740 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ხერთვისში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. როგორც ისინი ამბობენ, „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები,  მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟს, კერძო საკუთრებაში, ნებართვის გარეშე აწარმოებენ. 

ადვოკატი რეზო შავაძე ამბობს, რომ კომპანია 4 ოჯახთან მიმართებაში, კერძო საკუთრების უფლებას არღვევს. მისივე ინფორმაციით, მაღალი ძაბვის სადენების  გაყვანისას, მოსახლეობის კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე, ათწლოვანი ნარგავები გაიჩეხა, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი სახეობები. 
როგორც „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენელმა, გუშინ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სოფელ ხერთვისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გრძელდება

ამავე კატეგორიაში