ბათუმის პლაჟზე, ანბანის კოშკთან კვების ობიექტის მშენებლობა შეჩერებულია

14 ივნისი 2017, 20:00 919 ნახვა

ბათუმის პლაჟზე, ანბანის კოშკთან კვების ობიექტის მშენებლობა შეჩერებულია. ტერიტორია 15 მაისს გამოცხადებული აუქციონის შემდეგ სამწლიან მართვაში შპს "რესტას" გადაეცა, რომელსაც იქ მსუბუქი კონსტრუქცია უნდა აეშენებინა. ტერიტორია ბათუმის ბულვარს მერიისგან გადმოცემული აქვს უზურპურქტის უფლებით. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აუქციონის პირობების თანახმად კონსტრუქცია  მყარად არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მიწასთან და არ უნდა განხორციელებულიყო რკინა-ბეტონის, ან ბეტონის მონოლითური სამუშაოები.

ბულვარის ადმინისტრაციის იურისტის განცხადებით, ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები  მონიტორინგის სამსახურმა 9 ივნისს დააფიქსირა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ მოთხოვა კომპანიას განმარტებითი ბარათი იყო თუარა კონსტრუქცია მსუბუქი. თუმცა ბარათი ამ დრომდე არ მიუღიათ. მერიაში აცხადებენ რომ უნებართვო მშენებლობის ფაქტი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დააფიქსირა. არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადებით მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია.  პროექტის შესათანხმებლად კომპანია  დოკუმენტაციას ადგენს რის შემდეგაც ის უწყებასთან იქნება შეთანხმებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ამავე კატეგორიაში