იალაღების ელექტრომომარაგება

17 ივნისი 2017, 20:00 770 ნახვა

ქედის იალაღებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.  მთებში კოსლითავში, სასადილოში, დიდვაკეშინაკონაღვარსა და ლოდნარში, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, დენი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

წელს პირველად ელექტროენერგია ექნებათ სოფელ ახოს მთის- ნამეფვარის მოიალაღეებს. აქ სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაახლოებით 110 ათასი ლარი დაიხარჯა.

მთა ნამეფვარს, როგორც კომპანიაში ამბობენ, ელექტროენერგია შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ ექნება. ქედაში სულ 40-მდე დიდი და მცირე მთაა, სადაც მოიალაღეები ერთიდან სამ თვემდე ცხოვრობენ და საძოვრებზე საქონელი მიჰყავთ.

ამავე კატეგორიაში