ტესტირება უსკოში

17 ივნისი 2017, 20:00 792 ნახვა

დღეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიაში სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მეორე ეტაპი, ტესტირება ჩატარდა. ახლადჩამოყალიბებული ინსტიტუციური განვითარების სამსახურში დასაქმების სურვილი 90 კანდიდატს ჰქონდა.

ახალ სამსახურს გრანტების მოძიება და სასწავლო ტრენინგ ცენტრის შექმნა ევალება, სადაც საარჩევნო მოხელეებსა და დაინტერესებულ პირებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და  გადამზადების სპეციალური კურსების გავლა შეეძლებათ. კონკურსის ბოლო, მესამე ეტაპი -გასაუბრება კი უახლოეს დღეებში დაინიშნება. 

ამავე კატეგორიაში