სემინარი ტრენერებისთვის

18 ივნისი 2017, 20:00 765 ნახვა

ამ წუთებში  ტრენერებისთვის სემინარი იმართება. მათემატიკისა და ინგლისური ენის 48 ტრენერს საგნობრივი სწავლება უტარდებათ.  საგნობრივი მეთოდიკის კურსის, „აქტიური სწავლება საგნებში“ ფარგლებში, უკვე 179 ტრენერი გადამზადდა, რომლებიც შემდეგ 7 ათასზე მეტ მასწავლებელს გადაამზადებენ.

კურსი პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას, სტრატეგიებსა და მიდგომების დაუფლებას ითვალისწინებს, რაც საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს. სემინარები ქიმიის, ფიზიკის, ბილოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის პედაგოგებს უტარდებათ

ამავე კატეგორიაში