100 ქულიანი სისტემა - საინფორმაციო კამპანია

18 ივნისი 2017, 20:00 756 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ.
 

ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე, ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული. საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 1 ივლისიდან შევა.

ამავე კატეგორიაში