ხულოში მეხის ჩამოვარდნას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

20 ივნისი 2017, 20:00 1030 ნახვა

ხულოში მეხის ჩამოვარდნას  ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ხულოში გუშინ მოხდა. აგარაში მცხოვრებ 22 წლის ბიჭი მთა ნაკაფში იმყოფებოდა, სადაც მეხი ჩამოვარდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მეხი ბიჭს დაეცა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა, ისე რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახება აღარ გახდა საჭირო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხულოს იალაღებზე მეხის ჩამოვარდნის შემთხვევები იშვიათი არაა.

ამავე კატეგორიაში