დაბა ხულოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

21 ივნისი 2017, 20:00 946 ნახვა

დაბა ხულოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური კიბის საფეხურები მოწესრიგდება, დაგეგმილია  დაზიანებული სანიაღვრე არხების მოწყობა, მოაჯირების და პარაპეტების შეღებვა, საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაცია და  ფერდსამაგრი სამუშაოები.  ხულოს ცენტრში მიმდინარე წელს  9 ინფრასტრქტურული პროექტი განხორციელდება. კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში