ქედაში ჰიდროელექტროსადგური აშენდება

24 ივნისი 2017, 20:00 853 ნახვა

‘’შუახევიჰესის’’  შემდეგ ინვესტორი კომპანია აჭარის მაღალმთიანეთში კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.  კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით,  მეორე ფაზის ფარგლებში ჰესის მშენებლობას ქედაში, სოფელ კორომხეთში აპირებენ.

მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, ელექტროსადგურის სიმძლავრე 115 მეგავატი იქნება. პროექტს ''შუახევიჰესის'' დამფინანსებელი კომპანიები მოამზადებენ. ''შუახევიჰესის'' მშენებლობა დასრულდა, მისი პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში