რატომ მოჭრეს ხეები ბულვარში?

25 ივნისი 2017, 20:00 849 ნახვა

ბულვარში სასტუმრო შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვის 10-მდე ხე მოიჭრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ძველი ხეები ახლით უნდა ჩაანაცვლონ. ისინი პასუხისმგებელი პირებისგან განმარტებებს ითხოვენ, თუ რა დასკვნის საფუძველზე მოიჭრა მწვანე ნარგავები.

ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტერიტორია სასტუმროს ბალანსზეა. შერატონის ადმინისტრაციაში კი ირწმუნებიან, რომ ხეები დაზიანებული იყო და ახლით ჩანაცვლდება.

ამავე კატეგორიაში