ზურაბ პატარაძე: თვალყურს ვადევნებთ თუ როგორ ასრულებს პირობებს ''შუახევიჰესის'' ინვესტორი

26 ივნისი 2017, 20:00 857 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ყინჩაურში მდგომარეობის შესასწავლად წარმომადგენლების გაგზავნას გეგმავს. ახდენს თუ არა ზეგავლენას  ''შუახევიჰესის'' გვირაბი საცხოვრებელ სახლებზე?   ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ ამის დადგენას ახალი სისტემით შეეცდებიან.  პროექტი უკვე  მზად არის.
"თვალყურს ვადევნებთ თუ როგორ ასრულებს პირობებს ინვესტორი.  მაქსიმალურად გავითვალისწინებ როგორც კომპანიის მოთხოვნებსა და უფლებებს, ასევე მოსახლეობის ინტერესებს" - ამბობს  რეგიონის პირველი პირი.

ყინჩაურის მოსახლეობამ ცენტრალური გზა გუშინ გადაკეტა .

ადგილობრივები  „შუახევიჰესის" მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობდნენ.  მათი ინფორმაციით, სოფელში სასმელი წყალი დაშრა, სახლები დაიბზარა და მოსავალი შემცირდა.

ამავე კატეგორიაში