ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილება უნდა შევიდეს

27 ივნისი 2017, 20:00 784 ნახვა

ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილება უნდა შევიდეს. საკითხს საკრებულოს სხდომაზე დღეს განიხილავენ. დეპუტატები  ქალაქის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. დღესვე საკრებულოს წევრებმა ომარ ფარტენაძის უფლებამოსილება უნდა  ცნონ, რომელმაც წარმომადგენლობით ორგანოში დიმიტრი  ჭეიშვილი ჩანაცვლა. 
    საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება.
    რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, გადასასვლელი ხიდების მოსაწყობად თანხის გამოყოფა ნოდარ დუმბაძემ მოითხოვა. ის ამბობს, რომ 2018 წლის თვითმართველობის ბიუჯეტში საკითხი უნდა გაითვალისწინონ.

ამავე კატეგორიაში