მოსკოვი-ბათუმის ავიარეისი 9-საათიანი დაგვიანებით შესრულდა

27 ივნისი 2017, 20:00 875 ნახვა

 მოსკოვი-ბათუმის ავიარეისი 9-საათიანი დაგვიანებით შესრულდა. „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი ქალაქ მინვოდში ავარიულად დაეშვა. მიზეზად ტექნიკური შეფერხება დასახელდა. ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი და 156 მგზავრი იმყოფებოდა. ასევე, 9-საათიანი დაგვიანებით სრულდება ბათუმი-მოსკოვის რეისიც.

ამავე კატეგორიაში