ქობულეთში სავალუტო ჯიხური გაქურდეს

27 ივნისი 2017, 20:00 736 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის 118 ნომერში სავალუტო ჯიხურის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეპატრონემ სავალუტო ჯიხური რამდენიმე წუთით ღია დატოვა, დაბრუნებისას კი განაცხადა, რომ თანხა აკლდა. შემთხვევა ქობულეთში გუშინ მოხდა.

ამავე კატეგორიაში