უკვე ორი საათია თბილისის საქალაქო სასმართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

28 ივნისი 2017, 20:00 1002 ნახვა

უკვე ორი საათია თბილისის საქალაქო სასმართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას გააგრძელებს. სხდომა დღესაც დახურულია.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხის და საღმრთო ზიარების შეჩერებასთნ დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა. განცხადებაში წერია,  რომ 'საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა.'ასევე დოკუმენტში აღნიშნულია  რომ  27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის დროებით ზიარების შეჩერება მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამართლებრივად გაამყარა.''

ამავე კატეგორიაში