ბიომეტრიული პასპორტის მსურველთა გაზრდილი სტატისტიკა

29 ივნისი 2017, 20:00 927 ნახვა

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში ბიომეტრიული პასპორტის აღების მსურველთა რიცხვი 42 პროცენტით გაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში  მთელი ქვეყნის მასშტაბით დოკუმენტი 75 ათას 911 ადამიანმა მიიღო.

ეს მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. სტატისტიკა დღეს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა. მათი ინფორმაციით, ბათუმის იუსტიციის სახლს პასპორტის მიღების სურვილით 47 პროცენტით მეტმა მოქალაქემ მიმართა. სამგზავრო დოკუმენტის მიღება განცხადების წარდგენის დღესვეც არის შესაძლებელი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლისთვის მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტია საჭირო. ვიზალიბერალიზაცია 28 მარტს ამოქმედდა.  

ამავე კატეგორიაში