სოფელ შარაბიძეების მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგარებას ითხოვს

03 ივლისი 2017, 20:00 801 ნახვა

სოფელ შარაბიძეების მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგარებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ კორპუსში მრიცხველები ერთი წლის წინ დამონტაჟდა, თუმცა წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდებათ. ისინი მრავლაბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას ითხოვენ. 
   
ბათუმის წყალში განმარტავენ, რომ პრობლემა შარაბიძეებში, წყლის სისტემის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდების შემდეგ მოგვარდება. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში  კი განაცხადეს, რომ მოსახლეობას შეხვდებიან, ტერიტორიას დაათვალიერებენ და  მათ, შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმარებიან.  ადგილზე  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრიც იმყოფებოდა. 

ამავე კატეგორიაში