დილიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები განახლდა ბათუმის საგამოცდო ცენტრში

03 ივლისი 2017, 20:00 994 ნახვა

დილიდან  ერთიანი ეროვნული გამოცდები განახლდა ბათუმის საგამოცდო ცენტრში. აბიტურიენტებს დღესაც  ქართულ ენასა და ლიტერატურაში ცდიან.  პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინაროებს. დაგვიანების შემტხვევა არ ყოფილა, თუმცა,  15 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ბათუმში გამოცდას  დღეს 1 800 აბიტურიენტი აბარებს. 6-7 ივლისს კი ისინი საკუთარ ცოდნას ზოგად უნარებში გამოცდიან. 

    ხულოს საგამოცდო ცენტრში გამოცდების მეორე დღე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.  რეგისტრირებული 120 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 118 გამოცხადდა.  გამოცდები პირველი ნაკადისთვის 14 საათზე დასრულდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ამავე კატეგორიაში