ნაპირსამაგრი სამუშაოები ბათუმში მომავალ წელს დასრულდება

13 ივლისი 2017, 20:00 921 ნახვა

პროექტი ახალი ბულვარის გაგრძელებაზე 2 კილომეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნენ.

ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე პლაჟს პრობლემა არ შეექმნება, მოეწყობა სანაპიროსთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკებიც. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი 30 მილიონი ლარით აფინანსებს.

ამავე კატეგორიაში