5 დაშავებული თურქეთის კლინიკებში რჩება

17 ივლისი 2017, 20:00 829 ნახვა

თურქეთის სხვადასხვა კლინიკაში ამ დრომდე რჩება თურქეთში, ავტოავარიის დროს დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქე. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ის მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ზაალ მიქელაძის თქმით,  სტაბილურია და ისინი მკურნალობის კურსს გადიან.

რაც, შეეხება მძღოლს, ის საქართველოში სამართალდამცავების დაკითხვის შემდეგ დაბრუნდება. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხევევა გირესუნის გუბერნიასთან 16 ივლისს დილით  მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.   ანსამბლ ,,ერისიონის” საბავშვო სტუდიის ,,ლამპრები”  წევრები თბილისიდან ბულგარეთში მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა  და იგი  გზის ბარიერსა და ბოძს შეეჯახა.

ამავე კატეგორიაში