ქობულეთში მომხდარი გასროლის ფაქტზე გენერალური ინსპექცია მოკვლევას აგრძელებს

23 ივლისი 2017, 20:00 849 ნახვა

ქობულეთში მომხდარი გასროლის ფაქტზე გენერალური ინსპექცია მოკვლევას აგრძელებს. საქმის დეტალები ამ დრომდე უცნობია. უწყებაში არ აკონკრეტებენ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება თუ განზრახ მკვლელობის მცდელობა.

აჭარის პროკურატურაში უკვე დაიკითხა ქობულეთში მცხოვრები რომან ქათამაძე, რომელიც პოლიციელს მისი მისამართით გასროლაში ადანაშაულებს. ასევე გამოძიების შეკითხვებს უპასუხეს ინციდენტის თვითმხილველებმა. ინციდენტი ქობულეთში პარასკევს მოხდა. 

ამავე კატეგორიაში