აქცია-ფლეშმობი ევროპის მოედანზე

25 ივლისი 2017, 20:00 874 ნახვა

ევროპის მოედანზე პროგრამის „მომავლის თაობა“  პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აქცია-ფლეშმობი მოაწყვეს. მათ ქვეითთა ზებრა-გადასასვლელის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და  მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს მათი გამოყენებისკენ მოუწოდეს. 
    ღონისძიება  ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში დაწერილი პროექტის ნაწილია და ის უკვე რამდენიმე თვეა ხორციელდება.  

ღონისძიების ორგანიზატორია  პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც ახორციელებს PH International-საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.  აჭარაში პროგრამას პარტნიორობას უწევს ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

ამავე კატეგორიაში