სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთო

05 სექტემბერი 2017, 20:00 765 ნახვა

უკვე ერთ საათზე მეტია შავნაბადის მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთო. დღესვე, ხულოში მეორე მეორე თურქულ ვერტმფრენსაც ელოდებიან. დილიდან მუშაობა განაახლა სალიკვიდაციო შტაბმა.

ტიქიის ზონაში დამატებით 100-მდე მაშველი დილიდან მუშაობს. ამის გარდა, 350 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი უკვე ცეცხლის კერებთან შევიდა. ხანძარს ხულოში მეოთხე დღეა ებრძვიან.

ამავე კატეგორიაში