დავით გაბაიძე: "იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ"

24 ნოემბერი 2017, 20:00 808 ნახვა

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა, რომ  იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული "ლეოგრანდში" პასუხს ვერ გასცემს, რადგან კომპეტენტური არ არის. "მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ მე არ ვარ კომპეტენტური" .
გაბაიძე აცხადებს, რომ ვერსიებზე ახლა საუბარი ზედმეტია, ის არ იცნობს საქმის მასალებს.
"მე გამოძიების მასალებს არ ვიცნობ და არც უნდა ვიცნობდე - გამოძიების შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ ამაზე. "
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ტურიზმის დეპარტამენტი რაიმე სახის დარღვევისთვის ვერ დააჯარიმებდა სასტუმრო, რადგან ამის უფლებამოსილება უწყებას არ აქვს. 
"ტურიზმის დეპარტამენტს არ აქვს  სანქციების დაწესების უფლებამოსილება - ამიტომ ის ვერ დააჯარიმებდა რაიმე დარღვევებისთვის ობიექტს."

ამავე კატეგორიაში